Monday, November 3, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

 დღეს ტრენინგის ბოლო დღეა და ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პორტფოლიოები. ჯგუფის წევრებს გავაცანი ჩემი პროექტი „მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების გამოყენების მაგალითები“,კერძოდ „მიწისძვრა“, რამაც ჩემი აზრით დიდი ინტერესი გამოიწვია. წარდგენის დროს მსმენელებმა დამისვეს შეკითხვები იაპონიის მიწისძვრის შესახებ .მეც სიამოვნებით მოვისმინე ჩემი მეგობრების პრეზენტაციები.
ამრიგად,დასრულდა ჩვენი„ ინტელის სასწავლო კურსის“ ტრენინგი.
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ხელმძღვანელს ხათუნა რუსიეშვილს,რომელმაც არ დაიშურა თავისი ენერგია ჩვენი ცოდნისათვის.
გმადლობთ! 

Thursday, October 30, 2014

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე

დღეს განვიხილე, თუ როგორ  გავუწიო მოსწავლეებს ფასილიტაცია პროექტებზე მუშაობის პროცესში.
როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
გავიაზრეთ , რა მნიშვნელობა აქვს კითხვების დასმას მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებლად.

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე.

დღევანდელი დღე საინტერესო იყო.
გავეცანით დიფერენცირებული სწავლების  პრინციპებს, დავგეგმეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე  შეფასებები, დავასრულე პროექტზე მუშაობა, მომდევნო ტრენინგი უფრო საინტერესო იქნება.

დიდი მადლობა.

Thursday, October 23, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე.

ასევე გავეცანი მოსწავლის შეფასებების რუბრიკებს.

როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასების სქემების მომზადების და ზოგადად შეფასებების დროს. 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

სევაფასეთ ერთმანეთის პროექტების პორტფოლიოს პრეზენტაციები.

დღეს ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე.

საავტორო უფლებების დაცვაზე, ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების ქაოსი.

Thursday, October 16, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი  ტრენინგი  მართლაც საინტერესო  იყო.
გავეცანით პროექტის  შეფასების  გეგმას.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და  მივუსადაგეთ მოსწავლეთა  საჭიროებებს.
დავიწყე ჩემი პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
გმადლობთ.

ტრენინგის მესამე დღე

სტანდარტების  მოძიებით ვიმუშავე  სასწავლო პროექტზე.
გავეცანი  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  საკითხებს, რაც დაკავშირებულია პროექტის  შინაარსთან.    
გმადლობთ.

Thursday, October 9, 2014

ტრენინგის მეორე დღე

 გავიგე რას ნიშნავს სიტყვა ჩეკლისტი–ჩამონათვალი .შევქმენი ჩემი პორტფოლიო და ბლოგი,

ტრენინგის პირველი დღე

განვიხილეთ კურსის მნიშვნელობა, შევთანხმდით ადმინისტრაციულ საკითხებზე.
შევქმენი ჩემი პორფოლიოს საქაღალდე.
ვნახეთ პროექტის გეგმის ნიმუშები.